სს “მარგებელი ჰოლდინგში” შემავალი სადისტრიბუციო კომპანია “ენგადი” რომელიც 2005 წელს დაარსდა, სწრაფი მოხმარების პროდუქციისა (FMCG) და საკვების ბრენდების ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორია საქართველოში.
ენგადი მომხმარებელს სთავაზობს წვდომას პროდუქციის ფართო სპექტრზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდების ჭრილში.
ქვეყნის სრული მასშტაბით დაფარვის უზრუნველსაყოფად ენგადის ფილიალები განლაგებულია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
2024 წელს კომპანიამ თბილისში გახსნა ახალი სადისტრიბუციო ცენტრი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ხარისხს და მომსახურებას.
მარგებელი ჰოლდინგი არის კონგლომერატი, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის შერწყმის შედეგად, საწარმო, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სს „წყალი მარგებლის“ და „ენგადის“ გრძელვადიან წარმატებასთან.
ახალი საწყობი 2025 წლიდან